ინტ
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ნანა
|
|
რაიონი
|
თუთისანი
|
|
სკოლა
|
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის
სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
„დიდოსტატის მარჯვენა“ - დიდი საქართველოს
ჩვენება
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები იკვლევენ
მე-11 საუკუნის საქართველოს ისტორიულ ფონს. შეისწავლიან „დიდოსტატის მარჯვენაში“
წარმოსახულ ქართულ სინამდვილეს. ნაწარმოებში წარმოდგენილ თემებსა და საკითხებს
უკავშირებენ თანამედროვე ცხოვრებას. მუშაობენ ჯგუფებად, ქმნიან მიზნობრივ გეგმებს,
იყენებენ საჭირო რესურსებს საფუძვლიანი კვლევისათვის.
|
||
საგანი
|
||
ქართული
ლიტერატურა
|
||
დონე/კლასი
|
||
საშუალო. მე-12
კლასი. 20 მოსწავლე.
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
6 კვირა
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
კითხვა
XII.5.1 მოსწავლეები ახასიათებენ ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს,
კულტურულ-სოციალურ გარემოს.
XII.5.4 აანალიზებენ
ავტორის/პერსონაჟის დამოკიდებულებას კონკრეტული ისტორიული ეპოქის ფასეულობების
მიმართ.
XII.7.3 ამოიცნობენ და
ახსნიან ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას, რომლებიც
დამახასიათებელია ისტორიული პერიოდისა და კულტურისათვის.
XII.8 აანალიზებენ
მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტებს.
XII.9.1 განსაზღვრავენ
ავტორის მიერ შემოთავაზებულ სტილს.
წერა
XII.13.3 ახასიათებენ
პერსონაჟებს (ადარებენ და უპირისპირებენ მათ ერთმანეთს); ქმნიან პერსონაჟთა
ფსიქოლოგიურ პორტრეტს კონკრეტული კონტექსტის მიხედვით.
XII.13.4 განსაზღვრავენ
კონფლიქტის არსს და აანალიზებენ პერსონაჟთა დამოკიდებულებას ამ კონფლიქტთან.
XII.13.7 იყენებენ ციტატებს
ნაწარმოებიდან საკუთრი არგუმენტების დასასაბუთებლად.
XII.14.2 აგებენ მიზნობრივ
სქემებს
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეები
შეძლებენ:
. გააცნობიერონ თუ რა
გზით ცოცხლდება რომანში ისტორიული რეალობა, საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა,
ეროვნული იდეალები, კულტურულ-სოციალური გარემო.
. განსაზღვრონ და გააანალიზონ კონფლიქტის არსი
და პერსონაჟთა დამოკიდებულება ამ კონფლიქტთან.
. ამოიცნონ და ახსნან ტექსტში სიმბოლოების მნიშვნელობა.
. ჩაატარონ კვლევა ძველ ქართულ ტოპონიმებზე.
. წარმოადგინონ „დიდოსტატის მარჯვენის“ ენობრივი ქსოვილი.
. ააგონ მიზნობრივი სქემები, გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და
ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
გეამაყებათ
თუ არა, რომ ხართ ქართველები?
|
|
თემატური კითხვები
|
როგორ გესმით ი. ჭავჭავაძის
ცნობილი ფრაზა „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა“?
რას გვასწავლის კ.
გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ 21-ე საუკუნის საზოგადოებას?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
რატომ გვესაუბრება კ.
გამსახურდია ოდნავ არქაიზებული, სიძველის ელფერის მქონე ენით?
მე-11 საუკუნის
საქართველო-მითი თუ სინამდვილე?
ნაწარმოებში აღწერილი რომელი
პრობლემები არის აქტუალური დღევანდელ საქართველოში?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რომ
შემოწმდეს მოსწავლეების აზროვნება და ანალიზის უნარი. მოკლე ჩანაწერები
დამეხმარება თვალი ვადევნო თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. თანატოლთა
უკუკავშირის ფორმა გამოიყენება ერთმანეთისთვის უკუკავშირის მისაცემად და საბოლოო
შედეგის შესასწორებლად. პრეზენტაციის მომზადებისას მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ
პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
ტექსტის დამუშავების
უნარ-ჩვევები.
·
კვლევის საბაზისო
უნარ-ჩვევები.
·
ინტერნეტში მუშაობის
უნარ-ჩვევები.
·
ტექნიკური
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
დავსვამ კითხვას:
რას ნიშნავს იყო ქართველი? გაიხსენონ XI-XII საუკუნეების საქართველო, როცა „განვითარების
ზენიტს მიაღწია როგორც სახელმწიფომ ჩვენმა, ისე ენამ ქართულმა“ (კ.
გამსახურდია).
·
მოსწავლეებს
ვთხოვ: ნაწარმოებში გამოჩენის კვალდაკვალ რომანის პერსონაჟები დააჯგუფონ რაიმე
ერთი ნიშნის, მაგალითად ისტორიულ-სოციალური სტატუსის მიხედვით:
ა) სასახლის კარი; დიდგვაროვანნი;
ბ) ეკლესია; სასულიერო პირნი;
გ) მეამბოხე ფეოდალები და მათი სახლობა;
დ)
მდაბიორნი;
იმუშავებენ
წყვილებში; ააგებენ სქემებს, სადაც თითოეულ სვეტს დაუთმობენ ზემოთ აღნიშნულ
სტატუსებს.
·
მივუთითებ,
მოინიშნონ ადგილები, სადაც გადმოცემულია რომანის მთავარი პერსონაჟების
დამოკიდებულება
ა)
ერთიანი საქართველოს;
ბ)
ქრისტიანული რელიგიის;
გ)
ბიზანტიის იმპერიის;
დ)
ხელოვნების მიმართ.
·
ვთხოვ,
ნაწარმოების შესწავლის პროცესში ამოიწერონ პერსონაჟთა გარეგნული აღწერა,
მეტყველება, მათი ცხოვრებისეული კრედო, იდეური მრწამსი.
გავაცნობ
კითხვის ასპექტის დავალებების დღიურს, სადაც გამოყოფილია ადგილი კითხვითი
დავალების პასუხებისთვის. შესაძლოა ისურვონ პერსონაჟების ბლოგების შექმნა.
გავაკეთებინებ
ვენის დიაგრამას, რომელშიც ჩაწერენ პერსონაჟთა საერთო და განსხვავებულ ხედვებს.
·
გამოვაყენებინებ
ჩანაწერებს და ვთხოვ შეადგინონ მამამზე ერისთავის, თალაგვა კოლონკელიძის,
მელქისედეკ კათალიკოსის, გირშერ ერისთავის ფსიქოლოგიური პორტრეტები. მეორე
ხარისხოვანი პერსონაჟებიდან, მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინონ განმგეთ
უხუცესის ფსიქოლოგიური პორტრეტი.
·
დაწერენ ესეებს:
„რელიგია და პოლიტიკა“, „ფარსმან სპარსის სიბრძნე სიცრუისა“, მე-11 საუკუნის
საქართველო - მითი და სინამდვილე“, „გიორგი 1-ლი - მეფე და კაცი“.
·
ვთხოვ, გამოიყენონ
სქემა და შეავსონ ვარდისახარისა და შორენას სიტყვიერი პორტრეტი.
·
ნაწარმოებში
რამდენიმე სიუჟეტურ-კონფლიქტური ხაზია: ა) გიორგი და მეამბოხე ფეოდალები; ბ) ორი
ოსტატის „ჭიდილი“ - არსაკიძე და ფარსმანი; გ) არსაკიძე და შორენა; დ) გიორგი და
შორენა; ე) გიორგი და არსაკიძე. ვთხოვ,
იმუშაონ ჯგუფებში და მოკლედ აღწერონ თითოეული მათგანი განვითრების ძირითადი
ეტაპების მიხედვით.
·
მოვაწყობთ
დისკუსიას ფართო აუდიტორიისათვის, სახელწოდებით „ქალთა უფლებები და მოვალეობები
გუშინ და დღეს“. დავყოფ ბავშვებს ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ექნება მოპოვებული
შესაბამისი მასალა თავიანთი მოსაზრებების გასამყარებლად ნაწარმოებიდან - შორენა
და სხვა პერსონაჟი ქალები, დღევანდელი რეალობიდან (მასალებს მოიპოვებენ
ინტერნეტით, სხვა საინფორმაციო საშუალებებით).
·
მოსწავლეებს
მივუთითებ, რომ „დიდოსტატის მარჯვენაში“ თანადროულობას ბევრი რამ
„ეკორესპონდირება“: ზოგი - თვალნათლივ, ზოგიც - ალეგორიულად. შეეცდებიან
განსაზღვრონ, როგორ შეესატყვისება თანამედროვე ეპოქას ესა თუ ის მოტივი.
·
დავყოფ
მოსწავლეებს ჯგუფებად, ერთ ჯგუფს ვთხოვ იმუშაონ ძველ ქართულ ტოპონიმებზე
„დიდოსტატის მარჯვენაში“ . მეორე ჯგუფმა ამოკრიბოს სიმბოლოები და გააკეთონ
განმარტებები. მესამე ჯგუფმა იმუშაოს „დიდოსტატის მარჯვენის“ ლექსიკონზე.
გამოიყენონ ბეჭდური ლიტერატურა და ელექტრონული ტექნოლოგიები. პერიოდულად შევხვდები თითოეულ ჯგუფს და განვიხილავ მათ სამოქმედო
გეგმას, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ. როცა ყველა ჯგუფს
შევამოწმებ, ვთხოვ მათ ერთმანეთსაც შეხვდნენ უკუკავშირის მისაღებად. ამისათვის
მათ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა უნდა გამოიყენონ.
·
მე-6 კვირას გავმართავ საკლასო სხდომას-შეხვედრაზე განვიხილავთ
მოსწავლეთა მიერ მიღებულ გამოცდილებას, მათ ნამუშევრებს მთლიან ჯგუფში.
პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიას დავასრულებთ მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით
ძირითადი კითხვის შესახებ: გეამაყებათ თუ არა, რომ ხართ ქართველები?
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური საჭიროებები
|
გამოვიყენებ ჯგუფური
მუშაობის ტექნიკას, ვიმუშავებ მშობლებთან დამატებითი დახმარებისთვის.
გამოვიყენებ ტესტურ დავალებებს.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
გამოვიყენებ
ლექსიკონებს, თარგმნის პროგრამებს.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მივცემ დავალებას,
სიღრმისეულად მოიძიონ და ჩაატარონ კვლევები. მაგალითად მოიკვლიონ ძველი
გეოგრაფიული ტოპონიმები თანამედროვე მდებარეობით
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
კ. ხარაძის სტატია: „ძველი ქართული ტოპონიმები „დიდოსტატის მარჯვენაში“.
შ. ჩიჩუა „ისტორიული რომანები“ თბილისი
|
ინვენტარი/მასალები
|
arilimag.ge ქართულ-ტოპონიმთა - განმარტებითი ლექსიკონი
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები,
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,
ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|